კასილასი: “ფეხბურთის ფორმულა – ტოპ მეკარე და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი”

“პორტუს” მეკარემ, იკერ კასილასმა “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც იცით, “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 0:1 დაამარცხა. ამ მატჩში ბრწყინვალე იყო ტერ შტეგენი, რომელმაც არაერთი სეივი გააკეთა. რაც შეეხება გოლს, ის ლიონელ მესიმ გაიტანა. იკერმა სწორედ ტერ შტეგენი და ლიონელ მესი გამოარჩია.
“ფეხბურთის ფორმულა: მეკარე (ტოპ) და მოთამაშე (G.O.A.T. – ყველა დროის საუკეთესო). დღეს “ბარსელონამ” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” სამი ქულა მოიპოვა. “ატლეტიკომ” კარგად ითამაშა, მაგრამ მათ თავდაჯერებულობა დააკლდათ. “ბლაუგრანა” ლა ლიგის ლიდერად რჩება. “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად უნდა იბრძოლოს”, – წერს იკერი.
Fórmula para el fútbol : portero 🔝 & jugador 🐐. Hoy se han llevado los 3 puntos del Wanda el Barça. El Atleti ha jugado bien pero le ha faltado definir las ocasiones. Los blaugranas siguen en lo alto de la clasificación. El Atlético, a luchar por la zona Champions @LaLiga
— Iker Casillas (@IkerCasillas) December 1, 2019