კასილასი პიკე-არვალოას კონფლიქტს გამოეხმაურა
მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი, რომელიც ახლა “პორტუს” ღირსებას იცავს, ჟერარ პიკესა და ალვარო არბელოას შორის მომხდარ უსიამოვნებას გამოეხმაურა.
“ჩემი გამოცდილებიდან, ვიტყვი, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება საჭირო არ არის და ყოველთვის უადგილოა. ფეხბურთში მეტოქის პატივისცემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.
ცუდია, როცა ასეთი რამ იმ ფეხბურთელებს შორის ხდება, რომლების ეროვნულ ნაკრებში ერთად თამაშობენ. იმედი მაქვს, პრობლემა მალე მოგვარდება”, – ციტირებს კასილასი სიტყვებს Goal.Com-ი.