კასილასმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თარიღი: ნოემბერი 15, 2015

ვეტერანი გოლკიპერი რეკორდების რაოდენობას ზრდის.

როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, “პორტუსა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე იკერ კასილასი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ასი მატჩი მშრალად ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთსა და ინგლისს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით ანგარიშით 2-0 დასრულდა, იკერ კასილასისთვის ნაკრებში 165-ე აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები