კასილასმა მსაჯები გააკრიტიკა, სუარესი დაეთანხმა
“პორტუს” ვეტერანმა მეკარემ, იკერ კასილასმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალის მიმდინარეობისას მსაჯები რამდენჯერმე გააკრიტიკა.
იკერმა სოციალურ ქსელში პოსტი მანჯუკიჩის ავტოგოლის შემდეგ გამოაქვეყნა. კასილასის აზრით, ავტოგოლამდე საჯარიმო არ უნდა დანიშნულიყო, რადგან გრიზმანის წინააღმდეგ თამაშის წესები არ დარღვეულა.
“სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ არ იყენებენ ვიდეორეფერის უკეთესად. მსაჯმა გრიზმანზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა მაშინ, როცა თამაშის წესები არ დარღვეულა, ამას კი საფრანგეთის ნაკრების გოლი მოყვა”, – დაწერა კასილასმა Twitter-ში.
მალევე, იკერის პოსტს “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლუის სუარესი გამოეხმაურა: “მართალი ხარ, იკერ. და, პოგბას თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნაც გოლის მომენტზე გავლენას ახდენდა.”
Sinceramente, no entiendo muy bien el uso del VAR. El árbitro señala una falta que no es a Griezman. Gol de Francia en esa acción. No pasa nada.
— Iker Casillas (@IkerCasillas) July 15, 2018
Tenes razón @IkerCasillas y aparte de eso Pogba en fuera de juego que “participa” en la jugada… https://t.co/FgPxLgfath
— Luis Suarez (@LuisSuarez9) July 15, 2018