კასილასს “რეალში” დე ხეას გადასვლა სურს
თარიღი: მაისი 23, 2015

მადრიდის “რეალის” კიპერმა იკერ კასილასმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმობირების წინააღმდეგი არ არის.
“მარკას” ჟურნალისტის კითხვაზე, ისურვებდა თუ არა “რეალში” დე ხეას გადასვლას, კასილასმა უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა”.
იკერ კასილასი “რეალის” პირველი გუნდის ღირსებას 1998 წლიდან იცავს, თუმცა ბოლო პერიოდში ფანების მხრიდან ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. მის შემცვლელად “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას მოიაზრებენ.
დე ხეამ მიმდინარე სეზონში ყველა ოფიციალური მატჩში მიიღო მონაწილეობა და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
მსგავსი სიახლეები