კასილიასი: „ჩემპიონთა ლიგის ფინალს ფავორიტი არ ჰყავს“
„პორტუს“ ამჟამინდელი და „რეალის“ ექს-მეკარის იკერ კასილიასის აზრით, მის ყოფილ გუნდსა და „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელ ფინალურ მატჩის ფავორიტის დასახელება შეუძლებელია.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ფავორიტები არ არსებობენ. 16 წლის წინ „ვალენსიას“ შევხვდით, მაშინ ბევრი ფავორიტად მეტოქეს მოაიზრებდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ.
თამაშში უამრავი ასეთი ფაქტორია. შესაძლოა, მათ გასაგებად თქვენ თავად უნდა ითამაშოთ.
ესპანური ფეხბურთისთვის და მადრიდისთვის კარგია, რომ ფინალში ისევ ეს ორი გუნდი თამაშობს. მე მადრიდიდან ვარ და, მსურს, ამ ქალაქის მიმართ ყოველთვის პოზიტიური ყურადღება არსებობდეს“, – ციტირებს კასილიასს ესპანური „მარკა“.