კასილიასი: „მოგებასთან ახლოს ვიყავით“
„პორტუს“ მეკარემ იკერ კასილიასმა კიევის „დინამოსთან“ გასვლითი მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა გოლი ბოლო წუთებზე გაუშვა, რის გამოც შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა
„პორტუ“ ნაჩვენები თამაშის გამო მოგებას იმსახურებდა, მაგრამ მატჩის ბოლოს არ გაგვიმართლა. რთულ პირობებში მოგებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, პორტუგალიაში მხოლოდ ერთ ქულით ვბრუნდებით“, – ციტირებს იკერს უეფას ოფიციალური საიტი.