კასილიასი: „მოურინიოსთან კონფლიქტი ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა, რომელიც ამჟამად „პორტუში“ თამაშობს, ჟოზე მოურინიოსთან კონფლლიქტის შესახებ ისაუბრა.
„იყო მომენტი, როდესაც არ მესმოდა, თუ რა ხდება. ყველამ ყურადღება ჩემზე გადაიტანა და მხოლოდ კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, ხმის ამოღებისგან თავს ვიკავებდი.
ყველამ იცოდა, რომ მოურნიოსთან ბევრ ფეხბურთელს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ყველაზე მეტად ეს მე მეხებოდა. კლუბის ხელმძღვანელობას არ მივუთითე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო“, – განაცხადა კასილიასმა დოკუმენტურ ფილმ „იკერის მემუარებში“.