კასილიასი ნაკრებიდან წასვლას აპირებდა
El Mundo Deportivo-ს ცნობით ესპანეთის კიპერი, იკერ კასილიასი, სლოვაკეთთან წაგებული მატჩის შემდეგ ნაკრებიდან წასვლას აპირებდა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი იკერის უხეში შეცდომის შედმეგ გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ კასილიასმა რამდენიმე თანაგუნდელს განუცხადა, რომ ნაკრებში ეს მისთვის ბოლო თამაში იყო. თუმცა, მოგვიანებით “რეალის” მეკარემ გადაწყვეტილება შეცვალა.