კასორლა “ატლეტიკოში” მიდის?
ბრიტანული “მირორის” ცნობით, ლონდონის “არსენალის” ესპანელი ნახევარმცველი სანტი კასორლა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. კერძოდ, 30 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მადრიდის “ატლეტიკომ” გამოავლინა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კასორლამ მადრიდულ კლუბში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელს “მეთოფეებთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.
სანტი კასორლამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 24 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.