კასპერ ჰიულმანდი: “ფეხბურთელები უკვე ძალაგამოცილები იყვნენ”
დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა ფინეთთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
49 წლის სპეციალისტმა კომენტარი ერიქსენის ინციდენტზეც გააკეთა და თქვა, რომ მთავარი ადამიანის სიცოცხლეა.
“ამ რთულმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მთავარი ადამიანის სიცოცხლეა. ახლა ყველა კრისტიანისა და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ. ბიჭების შესაქებად სიტყვებიც კი არ მყოფნის. კრისტიან ერიქსენი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეგობარია. ფეხბურთელებმა გასახდელში თქვეს, რომ იქამდე არ ითამაშებდნენ, სანამ კრისტიანი გონზე არ მოვიდოდა და თავს შედარებით უკეთ იგრძნობდა.
ორი ვარიანტი გვქონდა – მატჩი ან დღეს უნდა ჩაგვემთავრებინა ან ხვალ 12 საათზე. დღეს თამაშზე ყველა თანახმა იყო. უეფასგან წნეხი არ ყოფილა. ვეცადეთ, მოგვეგო. სიმართლე გითხრათ, მოთამაშეები უკვე ძალაგამოცილელბი იყვნენ”, – განაცხადა კასპერ ჰიულმანდმა.