კასპში ძალოსნობის ახალი დარბაზი გაიხსნა (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 31, 2017

კასპში ახალი სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა.

მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად 31 იანვარს შიდა ქართლის რეგიონში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხელ ყაველაშვილი იმყოფებოდნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნეს სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ძალოსნობის დარბაზი.

სპორტკომპლექსის გახსნას ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენები და ჟურნალისტები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის ახალი დარბაზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ძალოსნობის ფედერაციის დახმარებით, თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

კასპის მუნიციპალიტეტში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი ასობით ახალგაზრდასა და სპორტის მოყვარულ ადამიანს მოემსახურება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასტუმროს შენობას, საჭიდაო შეჯიბრებებისათვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს, სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს-დარბაზს.

აშენდა კალათბურთის სრულიად ახალი დარბაზი. დამონტაჟდა საქვაბე, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები. სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა. პროექტის განსახორციელებლად ჯამში 2. 400.000 ლარზე მეტი დაიხარჯა, სამუშაოებზე კი 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “დღეს ჩვენ დავათვალიერეთ კასპის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლიც რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება და ეს იქნება ძალიან კარგი საჩუქარი ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის და მომავალი თაობისათვის. მსურს საქართველოს მთავრობას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სპორტის მხარდაჭერისათვის, ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესში.

სპორტულ ფედერაციებთან და სპორტსმენებთან ერთად, ჩვენ ყველას განსაკუთრებულად გვიხარია, რომ მთავრობა მართლაც რომ დიდ რესურსს და ყურადღებას უთმობს სპორტის განვითარებას საქართველოში. ასეთი მხარდაჭერა სამომავლოდ ჩვენი წარმატებების საწინდარი იქნება. მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად გავხსენით სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ძალოსნობის დარბაზი, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ძალოსნობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა. ამიერიდან, რეგიონში არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას ექნება საშუალება დაკავდეს ძალოსნობით და შემგომში ასახელოს საქართველო.

ვფიქრობ, ასეთი აღმშენებლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მთელს რეგიონებში, რაც ხელს უწყობ ჩვენი ქვეყნის სამომავლო წინსვლას”.

სამინისტროს პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა