კატალონიის სპორტის მინისტრის თქმით შესაძლოა, “ბარსელონამ” პრემიერ ლიგაში ითამაშოს
კატალონიის სპორტის მინისტრი, ჟერარ ფეგუერასი პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, კატალონიური კლუბები შესაძლოა, სხვა ქვეყნის ჩემპიონატებშიც ვიხილოთ.
“კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემთხვევაში, კატალონიურ კლუბებს, რომლებიც ამ დროისთვის ლა ლიგაში ასპარეზობენ, უფლება ექნებათ აირჩიონ, თუ რომელ ჩემპიონატში გააგრძელებენ გამოსვლას – იქნება ეს ესპანეთის ჩემპიონატი, თუ მეზობელი ქვეყნების, იტალიის, საფრანგეთისა ან თუნდაც პრემიერ ლიგაში ითამაშებენ.
ესპანეთში დღესაც თამაშობენ სხვა ქვეყნის კლუბები: ანდორული კლუბები ფეხბურთისა და კალათბურთის ოფიციალურ ლიგებში იღებენ მონაწილეობას. “მონაკო” საფრანგეთში თამაშობს, უელსური კლუბები კი ინგლისში. არამგონია, უეფამ რაიმე პრეტენზია გამოთქვას ჩვენი კლუბების სხვა ჩემპიონატში გაწევრიანების თაობაზე,” – აცხადებს კატალონიის სპორტის მინისტრი.