კაჭარავა: “ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა”
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ ლატვიასთან მოგებული მატჩი შეაფასა.
“მეტოქემ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა. თავიდანვე ვცდილობდით, რომ არ ავჩქარებულიყავით და ჩვენი თამაში გვეპოვა, რაც მეორე ტაიმში მოვახერხეთ. მეტოქეც დაიღალა და ვთვლი, რომ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. შეგვეძლო, უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, ამაზეც უნდა ვიმუშავოთ.
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, თამაში ცოტათი გამიჭირდა. თუმცა, ეს ეროვნული ნაკრებია და როცა გულშემატკივარი გამხნევებს, დაღლილობას ვერ გრძნობ”, – განაცხადა კაჭარავამ.