“კაცი მწვრთნელი ქალების გასახდელში უნებართვოდ შედიოდა” – ქართველი ფეხბურთელები სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდნენ

თარიღი: ოქტომბერი 29, 2020

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებას აქვეყნებს და სასამართლოში ქალი ფეხბურთელების უფლებებს დაიცავს, რომლებიც სექსუალური და ეთნიკური ნიშნით კაცი მწვრთნელისგან იყვნენ შევიწროებულნი.

“PHR სამართლებრივ დახმარებას უწევს ქალთა საფეხბურთო კლუბის ექვს ფეხბურთელს, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია. საქმე ეხება ქალების მიმართ, მწვრთნელის მხრიდან, განხორციელებულ სექსუალურ შევიწროვებას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

ქალი ფეხბურთელები ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროვებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ქალთა საფეხბურთო კლუბის კაცი მწვრთნელისგან.  მწვრთნელის მხრიდან შევიწროება გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის მიმართვებში, დაცინვაში, კრიტიკაში. ასევე სექსუალური შინაარსის ფიზიკური სავარჯიშო დავალებების მოთხოვნაში, ქალების გასახდელში უნებართვოდ შესვლაში,  ქალი ფეხბურთელების ეთნიკურ წარმოშობაზე ნეგატიურ მინიშნებასა და სხვა ქმედებებში, რომელიც ამცირებდა, ღირსებას ულახავდა ქალ სპორტსმენებს და მტრულ გარემოს უქმნიდა სამუშაო ადგილას.  მწვრთნელის მხრიდან ინტენსიური სექსუალური შევიწროვების ფაქტების გამო, ქალი ფეხბურთელები იძულებულნი გახდნენ ვადაზე ადრე შეეწყვიტათ სახელშეკრულებო ურთიერთობა კლუბთან და დაეკარგათ შემოსავალი.

ქალებმა სექსუალური შევიწროების გამო დარღვეული უფლებების დასაცავად მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს. კომიტეტმა გაიზიარა ქალი ფეხბურთელების პოზიცია და  სექსუალური შევიწროვებისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, სამართლიანად შეწყვეტილად მიიჩნია ქალ ფეხბურთელებსა და კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება, მწვრთნელის მიერ, გასაჩივრებულია  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში. აღნიშნულ საქმეზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლებმა ასევე მიმართეს სასამართლოს.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელს, 2020 წლის ოქტომბერში გაცემული სარეკომენდაციო წერილით მხარს უჭერს მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი.

მიგვაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების და ეთნიკური დისკრიმინაციის თაობაზე დავა, მათ შორის, არასრულწლოვნების დაცვის მიზნით უნდა წარიმართოს კანონის სრული დაცვით, ობიექტურ პირობებში. გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს სხვა გარეშე ფაქტორებმა. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს დაუყოვნებლივ დისტანცირდნენ აღნიშნული დავისგან”, – წერია ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებაში.

აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება ფეხბურთის ფედერაციას არ გამოუქვეყნებია.

ფოტო აღებულია ინტერნეტიდან შემთხვევითობის პრინციპით

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუკას ვასკესისთვის სეზონი დასრულებულია

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლუკას ვასკესის მიერ “ბარსელონასთან” მატჩსი მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ვაქცინაცია აუცილებელი იქნება?

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, უეფას სამედიცინო კომისიის წევრები აქტიურად მსჯელობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ასეთი შედეგი არ დაგვიმსახურებია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” საშინაო არენაზე განცდილი მარცხის (1:3) შემდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ წესები არ იცი, მოგვიანებით აგიხსნი” – მსაჯი ლიონელ მესის

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კორღალიძემ “საბურთალო” დატოვა

“საბურთალო” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა. დღეს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “საბურთალომ” 0-2-დან ამოუქაჩა “შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტამ “რეალთან” მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კატალონიის “ბარსელონას” ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მადრიდის “რეალთან” განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ პირველი კომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ გააძევა მსაჯმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი “პარმასთან” მატჩში? [ვიდეო]

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში “მილანმა” გასვლაზე “პარმას” დამარცხება შეძლო ანგარიშით 1:2. მატჩის მიმდინარეოსას ზლატან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ “სერენს” მოაგებინა (ვიდეო)

10 აპრილს, ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში “სერენმა” საკუთარ მოედანზე “დეინზე” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი პიკეს: “ახლა აპროტესტებ? რამდენი გინდოდა?” (ვიდეო)

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ბედნიერი ვარ”

ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ზინედინ ზიდანის მეთაურობით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “მსაჯს პენალტი აუცილებლად უნდა დაენიშნა”

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩს ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. “ელ კლასიკოში” განცდილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გაიტანა ლეო მესიმ ბოლოს “ელ კლასიკოში”?

კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში გასვლაზე მადრიდის “რეალთან” დამარცხდა (2:1). გოლები კარიმ ბენზემას, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილი მსაჯის ვერდიქტი – უნდა დანიშნულიყო პენალტი “რეალის” კარში?

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს წარმომადგენლებმა მარტინ ბრაიტუეიტის საკამათო ეპიზოდთან დაკავშირებით აზრი ორ ყოფილ მსაჯს ჰკითხეს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტუჰელი: “ინგლისში “ჩელსის” ოთხეულში გასაყვანად მოვედი”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰლმა, პრემიერ ლიგის 31-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების (1:4) შემდეგ პრესასთან […]...
წაკითხვა