კავანი ტაბუდადებული სიტყვის გამოყენებისთვის, შესაძლოა, დაისაჯოს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, შესაძლოა, რასისტული სიტყვის გამოყენებისთვის დასაჯონ. ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ადასტურებს.
როგორც იცით, ედინსონ კავანიმ პრემიერ ლიგის მე-10 ტურში “წითელი ეშმაკუნების” ქამ-ბექში (2:3) მთავარი როლი შეასრულა და მატჩის მთავარი გმირიც გახდა.
მატჩის შემდეგ კავანიმ თავისი მეგობრის მილოცვას შემდეგნაირად უპასუხა – Gracias negrito. [ტერმინი “ნეგრიტო” სამხრეთ ამერიკული წარმომავლობისაა და კავანის პასუხი ქართულად დაახლოებით მსგავს შინაარს ატარებს – მადლობა, შავო].
კავანიმ პოსტი მალევე წაშალა, თუმცა დიდია შანსი, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გამოძიება მაინც დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ სიტყვა “ნეგროს” გამოყენებისთვის 2011 წელს ლუის სუარესი 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 40 000 ფუნტის ოდენობის ფულადი ჯარიმით დასაჯეს.
So Suarez is racist but cavani isn’t ….. boot on the other foot now hey @ManUtd 🤷🏼♂️🤷🏼♂️ pic.twitter.com/InID27aR4Q
— Chris (@ChrisupastarLFC) November 29, 2020