კავანიმ ნეიმართან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ ნეიმართან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
კავანი, ამჟამად, ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვენესუელასთან და ბოლივიასთან სათამაშოდ ემზადება. 30 წლის ფეხბურთელმა ურუგვაელ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მსგავსი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. სიმართლე ისაა, რომ ამ ამბავს იმხელა გამოხმაურება არ უნდა მოჰყოლდა, რამხელაც მოჰყვა. გამოსავალი ყველაფერს აქვს. ახლა სიტუაცია დალაგებულია. მნიშვნელოვანია, რომ მე და ნეიმარი ერთი მიზნისათვის ვიბრძვით”, – განაცხადა კავანიმ.