კავკასიური ღია ვარჯიში
დღეს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე თბილისის კავკასიელებმა ჟურნალისტებისა და ქომაგების წინაშე პირველი ღია ვარჯიში გამართეს. გუნდი მოედანზე 5 საათზე გამოვიდა და საათნახევრის განმავლობაში ავარჯიშა.
გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ ბექა წიკლაურსა და გიორგი შკინინს, რომლებიც ამ შაბათ-კვირას ეროვნულ 7-კაცა ნაკრების შემადგენლობაში ‘რაგბი ევროპის’ გრნან-პრის გათამაშების მესამე, მანჩესტერის ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.
მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის განცხადებით გუნდი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არაა, მაგრამ როვიგოში გამგზავრებამდე შეკრების პერიოდს ისინი ბოლომდე გამოიყენებენ და 20 სექტემბერს იტალიაში ძლიერი გუნდით გაემგზავრებიან.
ლოკოსთან სპარინგი შაბათს, 18:00 საათზე გაიმართება
როვიგოში გამგზავრებამდე თბილისის კავკასიელები სპარინგ-მატჩს გამართავენ თბილისის „ლოკომოტივთან“. შეხვედრა, რომელიც სამწვრთნელო შტაბის თქმით მნიშვნელოვანია გუნდის მომზადებისა და მოთამაშეების შეთამაშებისათვის, შაბათს, 13 სექტემბერს 18:00 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება.