კაზემირო: “ბეილი საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა ის თავის თავზე ძალიან ბევრს მუშაობს”
გარეთ ბეილმა გასულ სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე გაუცდა. უელსელმა დაზიანება სრულიად მოიშუშა, თუმცა ჯერ ვერ ახერხებს იმ თამაშის ჩვენებას, რასაც მისგან ელიან.
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, კაზემირომ ჩემპიონთა ლიგაზე “აპოელის” დამარცხების შემდეგ, 28 წლის შემტევზე ისაუბრა.
“ბეილმა “აპოელთან” შეხვედრაში შესანიშნავად იასპარეზა. მისი თამაშით მოხიბლული ვარ. მართალია, რომ ის თავის საუკეთესო ფორმაში არაა. თუმცა, ძალიან ბევრს შრომობს და ცდილობს, გაცემული ავანსების ბოლომდე გამართლება შეძლოს.”
“აპოელთან” მატჩში მას უნდოდა, რომ თავით დაეგვირგვინებინა კონკრეტული შეტევები. გარეთი ძალიან ბევრს იბრძოდა და მოპოვებული ბურთის შემოქმედებითად გამოყენებას ცდილობდა.”
“ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ბეილი ძალიან ძლიერია და შესაბამისად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს,” – აცხადებს ბრაზილიელი საყრდენი.