კაზემიროს დუბლით “რეალმა” “სევილია” დაამარცხა (ვიდეო)
ლა ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, 20 იანვარს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში “სევილია” მიიღო.
შეხვედრის პირველი ნახევარი ძირითადად დაზვერვითი ხასიათის მატარებელი იყო და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. იყო მომენტებიც, თუმცა ანგარიში არ გახსნილა – 0:0.
მეორე ტაიმში უპირატესობა ხელთ ზინედინ ზიდანის შეგირდებმა იგდეს. ანგარიში შეხვედრის 57-ე წუთზე ლუკა იოვიჩის საგოლე გადაცემით კაზემირომ გახსნა, რასაც 64-ე წუთზე ლუკ დე იონგმა უპასუხა. გამარჯვების გოლის ავტორიც კაზემირო აღმოჩნდა – ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ამჯერად ლუკას ვასკესის საგოლე გადაცემა გამოიყენა.
ასე რომ, 20 მატჩში დაგროვებული 43 ქულით მადრიდის “რეალი” სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს. თუ “ბარსელონა” შინ “გრანადას” დამარცხებას შეძლებს, მოწინავე პოზიციას კვლავ კატალონიელები დაეუფლებიან.