“კაზემიროს სინდრომი”

თარიღი: ნოემბერი 4, 2016

მადრიდის “რეალის” საყრდენ ნახევარმცველ კაზემიროს “სამეფო კლუბის” შედეგებზე დიდი გავლენა აქვს, რასაც ქვემოთ მოცემული სტატისტიკა ადასტურებს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მადრიდული გუნდის რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ ხუთ შეხვედრაში “რეალმა” მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა (მატჩში საშუალოდ 0,8 გოლი). კაზემიროს გარეშე “სამეფო კლუბმა” 11 შეხვედრა გამართა და 16 ბურთი გაუშვა (მატჩში საშუალოდ 1,5 გოლი).

საინტერესოა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც “რეალს” სათავეში ზინედინ ზიდანი ჩაუდგა, გუნდმა მატჩების 90 პროცენტი მაშინ მოიგო, როდესაც მოედანზე კაზემიროც იყო, ხოლო ბრაზილიელის არყოფნის პირობებში “ბლანკოსმა” შეხვედრათა მხოლოდ 61 პროცენტი დაასრულა გამარჯვებით.

ახლა კაზემიროს ტრავმა აწუხებს და “რეალს” მის გარეშე უწევს მატჩების ჩატარება. ესპანელი ჟურნალისტებიც უმალ ალაპარაკდნენ, რომ “სამეფო კლუბის” ბოლოდროინდელი დაღმასვლა ბრაზილიელი ფეხბურთელის ლაზარეთში ყოფნას უკავშირდება. კაზემირომ ტრავმა 18 სექტემბერს მიიღო, როდესაც “რეალმა” “ესპანიოლი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მას შემდეგ მადრიდულმა გუნდმა ათი მატჩი ჩაატარა და ათივე შემთხვევაში გაუშვა მინიმუმ ერთი გოლი, მეტიც – გუნდმა ვარშავის “ლეგიასგან” ერთბაშად სამი ბურთი მიიღო და შეხვედრის გამარჯვებით დასრულება ვერ მოახერხა, რაც ნამდვილ სენსაციად შეირაცხა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ატალანტა” — “ვალენსია” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ბერგამოს “ატალანტასა” და “ვალენსიას” შორის “ჯუზეპე მეაცაზე” პირველი მატჩი გაიმართა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა მანე პირველი ტაიმის შემდეგ

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” — “ლივერპული” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” – “ლივერპული” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდება. უკვე ცნობილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიგუ: “მბაპე “რეალისთვის” დიდებული შენაძენი იქნებოდა”

პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “მე თუ მეოთხე დონეზე ვარ, მაშინ სიმეონე მეთორმეტეზეა”

იურგენ კლოპი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში წარმატებულობასთან ერთად თავისი ქარიზმატულობითაც გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ დიეგო სიმეონე მასზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საული: “ჩვენ ვიცით, სად და როგორ უნდა დავარტყათ “ლივერპულს”

“ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ “როხიბლანკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საულ ნიგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: იკერ კასილასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მ

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა, რომ ის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუიოლი: “თუ კასილასი დამირეკავს, მოვუსმენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის მხარეს ვიქნ

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მას იკერ კასილასთან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტვიტერზე “ბარსელონას” გვერდები კიდევ ერთხელ გატეხეს

ტვიტერზე კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური გვერდები კიდევ ერთხელ გაყიდეს. ჰაკერული შეტევა შაბათს საღამოს განხორციელდა, მას შემდეგ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესის ლა ლიგაში ბოლო ექვსი წლის ყველაზე ცუდი სერია აქვს

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “ხეტაფეს” დამარცხება შეძლო. შეხვედრაში ლეო მესიმ თავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაგელსმანმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი “რეალის” გაწვრთნაზე

“რედ ბულ ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მადრიდის “რეალისგან” წინადადება მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი: “მოგვიწევს, რომ რიგ შემთხვევებში მესი დავასვენოთ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, პრესასთან საუბრისას საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ლ...
წაკითხვა