კაზორლა: “ექიმები მეუბნებოდნენ, რომ თუ გავლას შევძლებდი, ამით კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი” (ფოტო)
ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა სანტი კაზორლამ მძიმე ტრავმის შემდეგ MARCA.COM-თან ისაუბრა.
ესპანელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ: “პირველად ტკივილი 2013 წლის 10 სექტემბერს ვიგრძენი, როდესაც ეროვნულ ნაკრები ჩილეს უპირისპირდებოდა. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ თამაშს მაინც ვაგრძელებდი, საბოლოოდ 2015 წლის 5 დეკემბერს ყველაფერი გართულდა და მკურნალობა დავიწყე. თავდაპირველად ექიმები მეუბნებოდნენ, რომ თუ გავლას შევძლებდი, ამით კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი”,
“რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, ამჟამად ესპანეთში ვიმყოფები და ყველაფერს ვაკეთებ, რათა მოედანს მალე დავუბრუნდე. ჩემი ოჯახი ლონდონში ცხოვრობს, რადგან ბავშვები სკოლაში იქ შევიდნენ, მათთან შორს ყოფნა ემოციურად რთულია. ხშირად ვიღებ შეტყობინებებს სილვასგან, ინიესტასა და ვილიასაგან. არავის ჯეროდა, რომ ფეხბურთის თამაშს ისევ შევძლებდი, მაგრამ იანვარში ვარჯიშს დავიწყებ, ამის შემდეგ კი მინდორზეც შევძლებ გასვლას”, – აცხადებს სანტი კაზორლა.