კეილორ ნავასი: “ზიდანმა რწმენა მომცა!”
მადრიდის “რეალის” მეკარემ, კეილორ ნავასმა თავის მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
“სეზონი ტრავმით დავიწყე და გამოჯანმრთლების გამო, ბევრი გამიცდა. ყველანაირად ვცდილობდი, უფრო მალე აღმედგინდა კონდიციები, თუმცა ეს ასე მარტივი არ იყო.”
“ახლა თავს ძალიან ძლიერად ვგრძნობ, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით. ბედნიერი ვარ იმ ტიტულებით, რომლებიც მოვიგეთ. ეს არ იყო ადვილად გასავლელი გზა! ამაში თავდაჯერებულობა დაგვეხმარა, რაც უმნიშვნელოვანესი რამეა ფეხბურთში. ყოველთვის მადლობას გადავუხდი ყველა ადამიანს, ვინც გვერდით მედგა და მხარს მიჭერდა. პირველ რიგში, ეს ზინედინ ზიდანს ეხება. მის მიმართ მადლიერების გამოსახატავი ყველაზე კარგი გზა კი არის ძალების მაქსიმალურად დახარჯვით თამაში,” – განაცხადა ნავასმა.