კეილორ ნავასის მიღწევა
კეილორ ნავასი 1975 წლის პერიოდიდან მადრიდის “რეალის” პირველი მეკარე გახდა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო სამ ტურში გოლი არ გაუშვია. კოსტარიკელმა კიპერმა “სპორტინგის” (0:0), “ბეტისისა” (5:0) და “ესპანიოლის” (6:0) წინააღმდეგ გამართულ მატჩებში კარი მშრალად შეინახა.
ზუსტად 40 წლის წინათ ანალოგიური შედეგი აჩვენა მიგელ ანხელმა. მან “რასინგის” (2:0), “ოვიედოსა” (0:0) და “ერკულესის” (4:0) წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრებში გოლი არ გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მიგელ ანხელმა კარი მშრალად შეინახა მე-4 ტურში “ბეტისის” წინააღმდეგ გამართულ მატჩშიც (2:0).
შეგახსენებთ, რომ კეილორ ნავასი “რეალის” ღირსებას 2014 წლიდან იცავს.