კეისუკე ჰონდასთვის “ტოტენჰემთან” და “ლივერპულთან” ერთად “უოტფორდიც” იბრძოლებს
Sportitalia-ს მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, იტალიური “მილანის” იაპონელი ფეხბურთელის, კეისუკე ჰონდას გადაბირებით უოლტერ მაცარის “უოტფორდიცაა” დაინტერესებული.
როგორც იცით, იაპონელი ფეხბურთელის კარიერა “სან სიროზე” არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა და ძალიან დიდია შანსი, რომ იტალიაში გატარებული 3 წლის შემდეგ, მან “როსონერი” დატოვოს.
30 წლის ნახევარმცველს ბოლო დროს “უოტფორდთან” ერთად პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე გუნდიც დაუკავშირეს: “ტოტენჰემი”, “ლივერპული”, “ვესტ ჰემი”, “საუთჰემპტონი” და “სანდერლენდი”.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ჰონდას კარიერის აშშ-ში ან ჩინეთში გაგრძელების შანსიც აქვს.