კემპესი: “მესიმ ოთხი მსოფლიო ჩემპიონატიც რომ მოიგოს, მარადონაზე უკეთესი ვერ იქნება”

თარიღი: ივლისი 14, 2021

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, მარიო კემპესმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი დიეგო მარადონაზე უკეთესი ვერასოდეს გახდება.

როგორც იცით, მესიმ 34 წლის ასაკში არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველი დიდი სანაკრებო ტიტული – კოპა ამერიკა რამდენიმე დღის წინ მოიგო.

“მესის მთავარი უბედურება ის არის, რომ ის სცენაზე დიეგო მარადონას წასვლის შემდეგ გამოჩნდა. დიეგო ყველას კერპი იყო და რთულია მას აჯობო. ოთხი მსოფლიო ჩემპიონატიც რომ მოიგოს, მესი მარადონაზე უკეთესი ვერ იქნება. მას ჯერ ერთიც კი არ მოუგია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს მოიგებს ან რას მოიგებს, ის ვერასოდეს გააკეთებს იმას, რაც მარადონამ გააკეთა”, – უთხრა კემპესმა ESPN Mexico-ს.

მარადონა და კემპესი წლების განმავლობაში არგენტინის ნაკრებში ერთად თამაშობდნენ.

მსგავსი სიახლეები