კერიკი: “ჩელსისთან” განადგურების შემდეგ, 28-დან მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ – წარმატების იმედი გვაქვს”
დღეს ინგლისის ასოციაციის თასზე ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან.
შეხვედრის წინ “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე უეჭველად უპირატესობას მოვიპოვებთ. წარსულში ასე ხშირად ხდებოდა, თუმცა ახლა დრო შეიცვალა.”
“არის შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. დარწმუნებული ვარ, იმავეს იტყვის ჩვენი მეტოქეც.”
“ლონდონელებთან განადგურების (0:4) შემდეგ, 28 შეხვედრა ჩავატარეთ და მხოლოდ ერთი წავაგეთ. ახლა გაცილებით უფრო კარგ ფორმაში ვართ. “მანჩესტერი” ახლა უფრო ძლიერია.”
“ჩვენ განვვითარდით, თუმცა სახლში ძალიან ბევრი ფრე ვითამაშეთ. სწორედ ესაა ჩვენი დიდი სისუსტე.”
“ვფიქრობ, “ჩელსისთან” მიახლოვებულ ფორმაში ვართ. რაც არ უნდა იყოს, მეტოქეს პატივს ვცემთ და მაქსიმალურად ვეცდებით სასურველი შედეგის მიღწევას,” – განაცხადა კერიკმა.