კერიკმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2016 წლის 30 ივნისამდე იქნება.
მაიკლ კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2006 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც. მას 2006 წლიდან “წითელი ეშმაკების” რიგებში ჩატარებულ 376 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი.
33 წლის კერიკმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.