კევინ დე ბრუინი: “200 მილიონი? ეს ტრანსფერები გვჭირდებოდა”
“მანჩესტერ სიტის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, კევინ დე ბრუინმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისი კლუბის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდს ახალი სისხლი ძალიან სჭირდებოდა.
“სატრანსფერო ბაზარი ახლა ასე მუშაობს. კლუბის ანგარიშიდან ძალიან ბევრი გადის და ამავდროულად ძალიან ბევრი შემოდის.
ვინ იტყვის, რომ ტრანსფერებში 200 მილიონის დახარჯვა ნორმალურია? ნორმალური ნამდვილად არაა, მაგრამ დღეს ყველაფერი ასე მუშაობს. ამის ფონზე ეს ფასი ნორმალურია.
რა თქმა უნდა, ბევრი დაიხარჯა, მაგრამ გუნდს ეს ტრანსფერები ძალიან სჭირდებოდა. ის შედეგი, რასაც კლუბი მიიღებს 200 მილიონზე გაცილებით უფრო ღირებული იქნება,” – აცხადებს დე ბრუინი.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში “ქალაქელებმა” ისეთი ფეხბურთელები დაიმატეს, როგორებიც არიან: ბერნარდო სილვა, ედერსონი, კაილი უოკერი, დანილო და ბენჟამინ მენდი. დანახარჯი კი დაახლოებით 200 მილიონ ფუნტს შეადგენს.