“კევინ დე ბრუინი – ბუნდესლიგის საუკეთესო დღესდღეობით”
“ვოლფსბურგის” მცველმა, მარსელ შაფერმა მის თანაგუნდელზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, რომ კევინის გუნდში დარჩენის შანსები საკმაოდ მაღალია. “ჩელსიში” საკმაოდ ცოტა დრო ჰქონდა, ამიტომაც მის პოტენციალს სრულად ვერ ავლენდა. მჯერა, რომ “ვოლფსბურგში” მინიმუმ ერთი წელი დარჩება”.
“მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გავდივართ და აუცილებლად ვიბრძოლებთ ბუნდესლიგის მოსაგებად. ამის გასაკეთებლად, უმაღლესი დონის მოთამაშეებია საჭირო. არ დავიტრაბახებ, თუ ვიტყვი, რომ კევინ დე ბრუინი დღესდღეობით ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეა. ამას სტატისტიკაც ამტკიცებს,”-განაცხადა “მგლების” მცველმა, მარსელ შაფერმა.
ამ სეზონში ბელგიელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში 16 საგოლე პასი გააკეთა. კევინს კონტრაქტი გერმანელებთან 2019 წლამდე აკავშირებს.