ხაბაძე ფინეთში მიემგზავრება
პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა თავდამსხმელი სანდრო ხაბაძე, რომელიც სტალ მიელეცთან ერთად ვარჯიშობდა, ფინურმა საფეხბურთო კლუბმა – კაიანმა (AC Kajaani) მიიწვია. პოლონეთში ყოფნისას სანდრომ სტალთან ერთად ერთი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მისმა გუნდმა 4:2 მოიგო, თავად ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა აქტივში.
ფინური კლუბი ახალი სეზონისთვის ემზადება, გუნდი შეკრებაზე ყოფნისას 22–23 თებერვალს ოთხგუნდიან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, შეჯიბრება ქალაქ კემიში გაიმართება და სანდრო ხაბაძის დებიუტსაც სწორედ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ამპლუით ნახევარმცველი – კახაბერ სამსონია თამაშობს, რომელიც კლუბის წამყვნი მოთამაშეა. ბოლო ორ სეზონში მან კაიანის მაისური 54 ოფიციალურ მატჩში მოირგო და 10 გოლი გაიტანა.