ხაბი ალონსო: ნახვამდის, მადრიდ !
ესპანელი ნახევარმცველი მზადაა საკუთარ კარიერაში ახალი გამოწვევისთვის.
Punto Pelota-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი ნახევარმცველი საფეხბურთო კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “სამეფო კლუბთან” არსებული ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, 31 წლის მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით “ლივერპულში” დაბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, იგი ამჟამად ა.შ.შ-ში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს.
არსებობს ჭორები, რომ ალონსოს გადაბირება ორ MLS-ის გუნდს სურს. ესენი ნიუ-იორკის “რედ ბული” და ლოს ანჯელესის “გალაქსი” არიან. ორივე კლუბის ხელმძღვანელობა ორწლიანი კონტრაქტის შესათავაზებლად მზადაა.
აგრეთვე, აღსანიშნავია ის სანტერესო ფაქტი, რომ ორი წლის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი თავის მშობლიურ კლუბში, “რეალ სოსიედადში” დაბრუნებას და კარიერის იქ დასრულებას გეგმავს.
მანამდე კი მისი შეძენით ლონდონის “ჩელსი” და ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდებოდნენ.
სანდრო საპანაძე