ხაბიბ ნურმაგომედოვი: “მათ თვალებში როგორ ჩავხედო?”
UFC-ის მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი აცხადებს, რომ ის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბრძოლას არ გამართავს.
როგორც იცით, ნევადის სპორტულმა კომისიამ ნურმაგომედოვი მაკგრეგორთან გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარის გამო 9-თვიანი დისკვალიფიკაციით და 500 000 დოლარით დასაჯა. იმ შემთხვევაში, თუ დაღესტნელი კომისიასთან ითანამშრომლებს, დისკვალიფიკაცია 6 თვემდე შემცირდება.
ამავდროულად, კომისიამ ხაბიბის გუნდის წევრები – აბუბაქარ ნურმაგომედოვი და ზუბაირა ტუხუგოვი ერთი წლით დასაჯა.
“სანამ ჩემს ძმებს ოქტაგონზე გასვლის უფლება არ ექნებათ, მე არ ვიბრძოლებ. როგორ ჩავხედო მათ თვალებში? ისინი ჩემს გამო დასაჯეს. ეს უსამართლობაა. არის რაღაცები, რაც ცხოვრებაში მინანია, მაგრამ ოქტაგონიდან გადახტომას არ ვნანობ. რაც გავაკეთე, იგივეს 100-ჯერ გავიმეორებდი”, – უთხრა ნურმაგომედოვმა Матч ТВ-ს.