ხაბიბ ნურმაგომედოვი, შესაძლოა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს

თარიღი: მაისი 27, 2021

UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1 ივნისს სოხუმში მასტერკლასს ჩაატარებს. ეს ინფორმაცია გამოცემა “სპუტნიკს” ე.წ. აფხაზეთის ტაილანდური კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გერგედავამ დაუდასტურა.

ღონისძიებას სოხუმის “დინამოს” სტადიონი უმასპინძლებს და ის 19:00 საათზე დაიწყება.

ხაბიბის სოხუმში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია თებერვალში გავრცელდა, თუმცა ახლა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში ვიხილავთ.

სოხუმში რუსეთის ტერიტორიიდან ჩასვლის შემთხვევაში, ნურმაგომედოვი დაარღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მე-4 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე (ამ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე) შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ასევე განსაზღვრავს იმ გამონაკლისს შემთხვევებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა სპეციალური ნებართვითაა დასაშვები. ასეთი ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ის ემსახურება:

“საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.”

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პიკეს სააგენტოს პირველი კლიენტი აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონი იქნება

კატალონიის “ბარსელონას” მცველის, ჟერარ პიკეს, კომპანია Kosmos ამიერიდან სპორტული მენეჯერების სააგენტოსაც მოიცავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე მიულოცა. არგენტინელმა [&...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები უკვე მოიპოვეს

23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაიწყება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, 15 ივნისის მონაცემებით, ტოკიოსთვის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობისას ტრავმა მიიღო. საქართველოს ოლიმპიური […...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მცემეთ, რაც გინდა მიქენით!” – კადრები ლაშა შავდათუაშვილის ჩემპიონობის შ

8 ივნისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშა ქართული სპორტის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულა მაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი გამოიწვია (ვიდეო)

ინტერნეტვარსკვლავმა, ჰასბულა მაგომედოვმა MMA-ს მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. 18 წლის დაღესტნელი დარწმუნებულია, რომ ის კონორს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ცნობილია, იასპარეზებს თუ არა ვარლამ ლიპარტელიანი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის კიდევ ერთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვარლამ ლიპარტელიანი: “მინდა, ილიას ვუთხრა, რომ…”

საქართველოს ძიუდოისტთა წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ თქვა, რომ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გელა ზაალიშვილმა როი მეიერი ‘დაახრჩო’! (ვიდეო)

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი +100კგ 1/4-ფინალი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფონსეკამ მსოფლიო ჩემპიონობა ქართველებთან ერთად იზეიმა (ვიდეო)

11 ივნისს, პორტუგალიის ნაკრების წევრი ჟორჟე ფონსეკა -100კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეს უპატივცემულობაა მეტოქეების მიმართ!” – ლაშა ტალახაძის მორიგი საოცრება

ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადება. ქართველმა ძალოსანმა სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა. ტალახაძემ აკვრაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ესპანეთში დაბრუნებულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ქართული ცეკვით დახვდნენ (ვიდეო)

10 ივნისს, ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი კარიერაში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გამარჯვების შემდეგ, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

შერაზადიშვილი: “მამაჩემი ძალიან ამაყი იქნებოდა”

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“არ ვიმუქრები, მართლა იქნება!” – ტატო გრიგალაშვილის ემოციური კომენტარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც […]...
წაკითხვა