ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის კიდევ ერთი დაპირისპირება სოციალურ ქსელში
11 მაისს, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელ Twitter-ში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. ირლანდიელმა სპორტსმენმა UFC-ის მებრძოლები გააკრიტიკა და ცხადია, მათ შორის ხაბიბ ნურმაგომედოვიც იყო. კონორმა დაღესტნელს ‘ვირთხა’ უწოდა.
“ხაბიბ, სამარცხვინო ადამიანო. შენ ვირთხასავით იმალები, როგორც ყოველთვის – ეს ბევრჯერ მითქვამს. უკომენტაროდ. სამარცხვინო”, – დაწერა მაკგრეგორმა.
გასაკვირი არაა, რომ ნურმაგომედოვმა კონორის პოსტი უპასუხოდ არ დატოვა. ხაბიბმა მის მეტოქეს Twitter-ში უპასუხა.
“დიახ, ჩვენ შენ გვახსოვხარ. ამ დღეს ძალიან კარგი იყავი, ასეთივე დარჩი, ნუ იქნები ყალბი.”
Yes, we remember you, you was so nice that night, be same, don’t be fake. pic.twitter.com/SOcLb5jjKX
— khabib nurmagomedov (@TeamKhabib) May 11, 2020
“ფეხებზე ჩახუტება? გახსოვს, როგორ დაგაგდე ძირს? გაჯობე სთრაიქინგში, ჭიდაობაში, გაგანადგურე გრეპლინგში, ბოლოს კი დამნებდი. არ დაგავიწყდეს შენი სიტყვები: “ეს მხოლოდ ბიზნესია”.”
Hug legs? Have you forgot how I knock you down, or you typing tweets drunk? Beat you in striking, parts you up in wrestling, absolutely destroy you in grappling, Made you grab air with your hands, and at the end you gave up. last one, don’t forget your words ‘it’s only business’
— khabib nurmagomedov (@TeamKhabib) May 12, 2020
“ფეხები არ მოგწონს?”
You don’t like legs? pic.twitter.com/zt6C9hT8o6
— khabib nurmagomedov (@TeamKhabib) May 12, 2020