ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანო რონალდუს რჩევა მისცა
UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა.
დაღესტნელი სპორტსმენი რუსეთში, Global Fighting Championship-ის მედია ღონისძიებას ესწრებოდა. ხაბიბს სთხოვეს რჩევა მიეცა რონალდუსთვის, რომელიც კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.
“რთულია იმის დატოვება, რასაც მთელი ცხოვრებაა აკეთებ. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, წასვლის დრო მაინც მოვა. თუ თავად არ წახვალ სპორტიდან, სპორტი წავა შენი ცხოვრებიდან…
თუ წასვლისათვის შესაფერის დროს ვერ შეარჩევ, მაშინ შენ წინ ახალი ჩემპიონები, უფრო ახალგაზრდები, უფრო მოტივირებულები აღმოჩნდებიან. სპორტში სამუდამოდ ვერავინ რჩება, მნიშვნელოვანია, რომ წასასვლელად სწორი დრო შეარჩიო. რამდენი წლისაა კრიშტიანო? 34? 35 წლის ასაკში ის იგივე ფიზიკურ მდგომარეობაში ვეღარ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა კრიშტიანოზე ვსაუბრობთ თუ ხაბიბზე, ვიღაც მოვა და შენ ადგილს დაიკავებს.
ჩემი რჩევა მისთვისაც და ჩემი საკუთარი თავისთვისაც ასეთია – წასასვლელად სწორი დრო უნდა შეარჩიო. მისგან ვარჯიშის შესახებ რჩევა ჯერ არ მიმიღია, რადგან ახლა თავს კარგად ვგრძნობ. როცა რაღაც სისუსტეებს ვიგრძნობ, ალბათ, მასთან კონსულტაციას გავივილი”, – განაცხადა ხაბიბმა.