ხაბიბი: “ალექს ფერგიუსონს ვუთხარი, რომ თუ ღვინოს დავლევდი, მის ბიჭებს ვცემდი”
UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა სერ ალექს ფერგიუსონთან შეხვედრა და მასთან საუბარი გაიხსენა.
ხაბიბი გასულ შაბათს “ოლდ ტრაფორდზე” იმყოფებოდა, სადაც ის “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ევერტონს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო. ამის შემდეგ დაღესტნელი ერთ-ერთ ღონისძიებაზე ი
“ჩემმა ყველა მეგობარმა, თუნდაც სხვა რელიგიის წარმომადგენელმა, იცის, რომ მე არ ვსვამ ალკოჰოლს. დღეს, “ოლდ ტრაფორდზე” პატრის ევრასთან, უსაინ ბოლტთან და სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად ვიყავი. ალექს ფერგიუსონმა ღვინის შესახებ მკითხა. მისთვის ეს კარგია, მაგრამ როგორ ამეხსნა, რომ მე მუსლიმი ვარ და არასოდეს ვსვამ? მას ვუთხარი: “ეს კარგი არ არის, რადგან თუ დავლევ, თქვენს ყველა ფეხბურთელს ვცემ. ეს კარგი იდეა არ არის.” ფერგიუსნმა გამიგო, მას არ უნდოდა, რომ ყველანი მეცემა და თქვა: “კარგი, ნუ მიირთმევ ღვინოს”,” – თქვა ხაბიბმა.
Khabib: "If I drink I can smesh all of you guys"
The moment Khabib met Sir Alex Ferguson yesterday at Old Trafford and was asked if he wanted some wine 😂 pic.twitter.com/tnhKkpUk9Z— muslim daily (@muslimdaily_) October 3, 2021