ხაბიბი: “მსოფლიო შოკშია და თქვენ გინდათ, რომ ხაბიბმა იჩხუბოს?”
თარიღი: აპრილი 2, 2020
UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ ის 18 აპრილს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ არ იჩხუბებს.
როგორც იცით, ნურმაგომედოვი ამჟამად რუსეთში იმყოფება. ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია, ამიტომ მას სხვაგან გაფრენა არ შეუძლია. ტონი ფერგიუსონი ხაბიბს ადანაშაულებს იმაში, რომ ის აშშ-ში დროულად არ გაემგზავრა.
“ვრჩები სახლში, კარანტინში და ვკითხულობ ადამიანების რეაქციას ჩემ ჩხუბთან დაკავშირებით. ეს ხდება მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კარანტინში უნდა იყოს. ყველა ქვეყნის მთავრობები და ცნობილი ადამიანები ხალხს მოუწოდებენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაიცვან, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ, გადაარჩინონ ადამიანები და ამ დროს ხაბიბი ვალდებულია მთელი მსოფლიო გადაიფრინოს ჩხუბის გამო?
ყველაფერი მესმის, მე თქვენზე მეტად ვარ გაბრაზებული, რომ ჩხუბი გაუქმდა. ბევრი გეგმა მქონდა, მაგრამ ახლა ამის კონტროლი შეუძლებელია.
მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები, უდიდესი კომპანიები შოკირებულებულები არიან იმით, რაც ახლა მსოფლიოში ხდება. ყოველდღიურად სიტუაცია იცვლება. მაგრამ ხაბიბმა მაინც უნდა იჩუბოს, თქვენ ამას ამბობთ? იზრუნეთ საკუთარ თავებზე და წარმოიდგინეთ თავი ჩემ ადგილას”, – წერს ხაბიბი Instagram-ში.