ხაბიბი ფერგიუსონს: “რა? რა არის ეს ოქსფორდი?” (ვიდეო)
19 აპრილს, UFC 249-ის ეგიდით, ერთმანეთს ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტონი ფერგიუსონი დაუპირისპირდებიან. შეხვედრამდე ერთ თვეზე მეტია დარჩენილი. დღეს, ლას ვეგასში მებრძოლები ერთმანეთის წინაშე წარსდგნენ და ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა თქვა, რომ ნურმაგომედოვმა ქუჩაში ჩხუბი არ იცის, რამაც დაღესტნელი გააღიზიანა.
ფერგიუსონი: “მას ქუჩურ ჩხუბში მონაწილეობა არასოდეს მიუღია.”
ნურმაგომედოვი: “ქუჩურ ჩხუბში შეგჭამ. ჰეი, სათვალეებო, ქუჩურ ჩხუბში შემიძლია შეგჭამო. გესმის? ვინ ხარ? შენ ქუჩაში არასოდეს გიჩხუბია. ამერიკელი ბიჭი ხარ, ამერიკაში კი ქუჩაში ვერ იჩხუბებ. მე მთებიდან ვარ, შემიძლია ქუჩაში შეგჭამო. ამერიკელებმა იციან, საიდანაც ვარ. მითხარი, როდის იჩხუბე ქუჩაში?”
ფერგიუსონი: “ჯანდაბა, მე ოქსნარდიდან ვარ…”
ნურმაგომედოვი: “რა? რა არის ეს ოქსფორდი? ტონი, შემომხედე. ბოლოს ქუჩაში როდის იჩხუბე? უთხარი ხალხს სიმართლე.”
Including all that build up vs Conor McGregor, I’ve never seen Khabib more pissed than when Tony Ferguson questioned his street fighting ability. These two are amazing together. #UFC249 pic.twitter.com/iftw5oYjkZ
— Kevin Thang (@Skip2MyJays) March 7, 2020
Ferguson: I'm from fucking Oxnard, bitch.
Khabib: What is this Oxford?#UFC249 pic.twitter.com/z3tUd4jrUL— Jed I. Goodman (@jedigoodman) March 6, 2020