ხადის იბრაგიმოვი: “მე რომან დოლიძეზე უკეთესი მებრძოლი ვარ!”
UFC-ის მებრძოლმა, ხადის იბრაგიმოვმა რომან დოლიძესთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ქართველზე უკეთესი მებრძოლია.
შეგახსენებთ, რომ დოლიძე დაღესტნური წარმოშობის რუს სპორტსმენს 19 ივლისს დაუპირისპირდება. ორივე მათგანმა წონა უკვე ჩააბარა.
“რომან დოლიძეზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან კარგი მებრძოლია, გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონია და ჯერაც დაუმარცხებელია. ბოლო ორი ბრძოლა მან ნოკაუტით მოიგო, ასე რომ განსაკუთრებული სიფრთხილე მმართებს. როგორც ადამიანი, ის ნორმალურია. მასზე ცუდი არაფერი მსმენია და ვერც ვერაფერს ვიტყვი.
ამ ბრძოლისთვის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდი. ყაზახეთში ყოფნისას შემომთავაზეს ვარჯიში და დავთანხმდი. მეტოქე კარგად შევისწავლე და იმედი მაქვს, რომ მასზე ნაკლებ შეცდომას დავუშვებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია.
დოლიძის ბრძოლის არაერთი ვიდეო ვნახე და მისი დამარცხების კონკრეტული გეგმა მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ორი მარცხის შემდეგ ეს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. ვთვლი, რომ ამ ბრძოლისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვარ. ვგრძნობ, რომ მისი დამარცხება შემიძლია და მასზე უკეთესი მებრძოლი ვარ,” – აცხადებს იბრაგიმოვი UFC RUSSIA-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ დოლიძე UFC-ში სადებიუტო შეხვედრას გამართავს. რაც შეეხება იბრაგიმოვს, მან ამ ორგანიზაციაში ორიდან ორი ორთაბრძოლა წააგო.