ხამეს როდრიგესი წლის სპორტსმენად დასახელდა
ამერიკის სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2014 წლის შედეგები შეაჯამა.
წლის საუკეთესო სპორტსმენად მადრიდის „რეალისა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დასახელდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კოლუმბიელი „მონაკოდან“ „რეალში“ გადავიდა და ახალ კლუბთან ერთას უეფა-ს სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი მოიგო.