ხამეს როდრიგესმა წონაში მოიმატა
ესპანური სატელევიზიო შოუ El Chiringuito-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა წონაში მოიმატა.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის “რეალის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, გუნდმა “დეპორტივო” და ხიხონის “სპორტინგი” დაამარცხა, ამ ორივე შეხვედრაში კი ხამესი სათადარიგოთა რიგებში იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიდანს კოლუმბიელის წონ არ მოსწონს, ამიტომ მას ძირითად შემადგენლობაში არ აყენებს.