ხამესი: “რატომ არ მათამაშებენ? კარგი კითხვაა, პასუხი მეც ძალიან მაინტერესებს”

თარიღი: ივნისი 24, 2020

მადრიდის “რეალის” კოლუმბიელ ვარკსვლავს, ხამეს როდრიგესს, ესპანურ გრანდში სათამაშო დროის ნაკლებობის შესახებ დაუსვეს კითხვა.

“რატომ არ მათამაშებენ? კარგი კითხვაა, პასუხი მეც ძალიან მაინტერესებს. როდესაც ფეხბურთელებთან ერთად ტიტულს იგებ, რომელთაც ენდობი, რთულია რამის შეცვლა.

როდესაც მწვრთნელი ფეხბურთელს რეგულარულ სათამაშო დროს არ აძლევს, ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. რთულია რამდენიმე წუთის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახერხო. ყველა, ვინც მსოფლიო ფეხბურთში ერკვევა, გამიგებს.

ჩემზე ძალიან ბევრს საუბრობენ, თუცმა თითქმის ყველაფერი სიცრუეა. ძალიან საწყენია, როდესაც ხალხი ჩემ პროფესიონალიზმს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს,” – აცხადებს ხამესი.



მსგავსი სიახლეები