ხამესმა ჩინელების საოცნებო შემოთავაზებაზე უარი თქვა
ხამეს როდრიგესმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი არც ისე წარმატებულად ჩაატარა. ფაქობრივად, მას ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა. ამის შემდეგ, დეკემბერში ძალიან ბევრი დაიწერა მადრიდის “რეალიდან” მის შესაძლო წასვლაზე. მისით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა ჯერ ეს ფეხბურთელი ისევ “თეთრებს” ეკუთვნის.
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა – Macra. ირკვევა, რომ ორი კვირის წინ ხამესს ჩინური კლუბისგან, “ჰებეი ჩაინა ფორჩენისგან” შემოთავაზება ჰქონდა. ჩინელები კოლუმბიელში 80 მილიონ ევროს იხდიდნენ, ხოლო მას წელიწადში 30 მილიონ ევროს სთავაზობდნენ ხელფასის სახით. ამაზე, როგორც ფეხბურთელმა, ასევე ფლორენტინო პერესმა უარი განაცხადეს. ამის შემდეგ აზიელებმა შემოთავაზება 110 მილიონამდე გაზარდეს, თუმცა ხამესის აგენტის თქმით, თავად სპორსმენს არ სურს ჩინეთში წასვლა.
აქევ გეტყვით, რომ ნახსენები ჩინური კლუბი 2010 წელს დაარსდა და 2015 წელს დაწინაურდა სუპერ ლიგაში.