ხარაიშვილი: “გეტებორგი” სკანდინავიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს”
თბილისის “საბურთალოს” ფეხბურთელი, გიორგი ხრააიშვილი კარიერას შვედეთი “გეტენბორგში” გააგრძელებს.
ახალაგაზრდა მოთამაშემ უკვე ყოფილი კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.
“კლუბებს შორის რაღაც დონეზე საუბრები, რომ მიმდინარეობდა ვიცოდი, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მოულოდენლი იყო. “გეტებორგი” სკანდინავიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს. ახალ კლუბზე ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას, უფრო ახლოს ხვალ გავიცნობ, როდესაც ადგილზე ჩავალ.
დაინტერესება სხვა კლუბების მხრიდანაც იყო, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ “გეტებორგმა” გამოხატა და კლუბის ხელმძღვანელებმაც არჩევანი შვედებზე გააკეთეს.”
“მადლობას გადავუხდი “საბურთალოს” მთლიან კოლექტივს – ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ სხვა პერსონალს. მათ ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული ჩემთვის. “საბურთალო” არის დიდი ოჯახი, სადაც თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ვრჩები თბილისური კლუბის ქომაგად და მინდა “საბურთალოს” დიდი გამარჯვებები და წარმატებები ვუსურვო,” – ამბობს ხარაიშვილი.