ხავი მარტინესი „იუვენტუსთან“ ორივე მატჩს გამოტოვებს
ტრავმის გამო მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ხავი მარტინესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. 27 წლის ფეხბურთელს მუხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის შესახებაც გამოცემა „SPORT1“ იტყობინება.
მარტინესის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი არ სახელდება, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელი „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მარტინესმა 12 მატჩი ჩაატარა (აქედან 8 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო), რომელშიც ერთი გოლი, ერთი შედეგიანი პასი და ორი ყვითელი ბარათი მიითვალა.