ხავი მარტინესი მარიო მანუკიჩს: “მძულხარ, მარიო”
როგორც იცით, მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის ბუნდესლიგის გამარჯვებული კიდევ ერთხელ გახდნენ. 10 მაისს, ჩემპიონატის ბოლო ტურში გამართული მატჩის შემდეგ, ბავარიელთა ფეხბურთელებმა ჩემპიონობა სახალისოდ აღნიშნეს.
მარიო მანჯუკიჩმა ხავი მარტინესს ლუდი თავზე გადაასხა, ხოლო ესპანელმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: “მძულხარ, მარიო”.