ხავი: “საკუთარ მომავალზე სეზონის ბოლოს ჩამოვყალიბდები”
კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი მომავალი ჯერაც ბუნდოვანი რჩება და ყველაფერს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მოეფინება ნათელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობით, ხავი ზაფხულში ასპარეზობას ამერიკულ “ნიუ-იორკ სიტიში” გააგრძელებს, თუმცა თავად ფეხბურთელი ამას ჯერჯერობით, არ ადასტურებს.
“ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ჩემ მომავალთან დაკავშირებით დაიწერა, ჩვეულებრივი ჭორებია. მოცემულ ეტაპზე კონკრეტულად არაფერია გარკვეული და არც არაფერი შეიცვლება ზაფხულამდე. სეზონის დასრულების შემდეგ კი, ყველაფრის გასაანალიზებლად დრო მექნება და გადაწყვეტილებასაც მივიღებ,”-აღნიშნა ხავიმ.