ხავიერ ძანეტი: „დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს?“

თარიღი: დეკემბერი 27, 2013

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კლუბის ახალი ხელმძღვანელობის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, გასული სეზონის ბოლოს „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მოგვიანებით კი, ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა მასიმო მორატისგან კლუბი იყიდა.

„ეს წელი დავიწყეთ ახალ მწვრთნელთან ერთად, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენამდე მოიტანოს თავისი იდეები. ვმუშაობთ, რომ მის გეგმებს მივყვეთ. სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მთავარი მიზანი საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებაა.

პრეზიდენტი თოჰირი ნათელი იდეების მქონე პიროვნებაა. იმედი გვაქვს, რომ „ინტერს“ მაღალ პოზიციაზე დავაბრუნებთ. ვცდილობთ, რომ გუნდი ახალ დონეზე გადავიყვანოთ. მადლობას ვუხდი კლუბის ქომაგებს, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერენ. მინდა, რომ მათ ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“, – აღნიშნა ძანეტიმ.

40 წლის არგენტინელი ფეხბურთელი სხვა თემებსაც შეეხო, მათ შორის იმასაც, თუ როდის აპირებს ბუცების ლურსმანზე დაკიდვას.

„რა არის ჩემი საიდუმლო? ვცდილობ, ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ კვლავ შემიძლია, თანაგუნდელებს დავეხმარო. საკმაოდ სერიოზული ტრავმა მქონდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელად ვარ.

ვიმედოვნებ, რომ 2014 წელი ბედნიერი იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს „ინტერი“ გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, რაც ყოველ ჩვენთაგანს გაახარებს.

დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს? ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა ვფიქრობ, რომ შემიძლია, მოედანზე გუნდს სარგებელი მოვუტანო, თუმცა სეზონის ბოლოს კლუბის მეპატრონეებს მაინც შევხვდები. მინდა თუ არა, რომ კვლავ ვითამაშო? დიახ, მინდა, მაგრამ წინ კიდევ ექვსი თვეა და მანამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს“, – ხავიერ ძანეტის სიტყვები „ინტერის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ინტერმა” საკუთარ კედლებში დორტმუნდის “ბორუსიას” სძლია

23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა შედგა მილანის “ინტერსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალამ მოსკოვის “ლოკომოტივს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსსა” და მოსკოვის “ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩის 77-ე წუთზე პაულო დიბალამ სტუმართა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრამ განმარტა, თუ რატომ ამჯობინებს რონალდუს ლიონელ მესის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგო მოტა სერია A-ს კლუბს გაწვრთნის

იტალიის სერია A-ს მკვიდრ “ჯენოას” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰაკან ჩალჰანოღლუს ბრწყინვალე თამაში და პიონტეკის გოლი “ლეჩეს” კარში (ვიდეო)

20 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “მილანი” საკუთარ მოედანზე “ლეჩეს” დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჯა ნაინგოლანმა სპალ-ს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “კალიარისა” და სპალ-ს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. “კალიარის” ნახევარმცველმა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასუოლო” – “ინტერის” მატჩის მიმდინარეობისას უცნობი პიროვნებ

იტალიის სერია A-ში, “სასუოლოსა” და “ინტერს” შორის მიმდინარე მატჩის დროს მოედანზე უცნობი პიროვნება პარაშუტით დაეშვა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი ბუფონის ბრწყინვალე სეივი 94-ე წუთზე (ვიდეო)

19 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ის, რის გამოც “ატალანტა” დაისაჯა – რა მოხდა “ლაციოსთან” მატჩ

19 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. აღსანიშნავია, სტუმრები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “მილანი” კატასტროფულ მდგომარეობაშია”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი მისი ყოფილი კლუბის, “მილანის” შესახებ გააკეთა. 38 წლის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “თუ იტალიაში დავბრუნდები, სკუდეტოსთვის ბრძოლა მსურს”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში შესაძლო დაბრუნების საკითხზე ისაუბრა. შვედი ფეხბურთელი თვლის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანკ რიბერი FIFA 20-ით უკმაყოფილოა: “ვინ არის ეს ბიჭი?” (ფოტო)

“ფიორენტინას” ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი კომპიუტერულ თამაშ FIFA 20-ში მისი სახით უკმაყოფილოა. ფრანგმა შემტევმა სოციალურ ქსელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდეში: “კრიშტიანუსგან საუკეთესო ჯერაც არ გვინახავს”

ჟორჟე მენდეშმა პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავის აგენტს, კრიშტიანუ რონალდუს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აპატიებს თუ არა მაქსი ლოპესი იკარდის?

მაქსი ლოპესისა და მაურო იკარდის დაპირისპირების საკითხი არგენტინაში კვლავაც აქტუალური თემაა. როგორც იცით, წლების წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა