ხავიერ ერნანდესმა ბოლოს შორეული დარტყმით გოლი 2010 წელს გაიტანა (ვიდეო)
20 სექტემბერს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “რეალმა” “დეპორტივო” ანგარიშით 8:2 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში “სამეფო კლუბის” მაისურით პირველად გაიტანა მექსიკელმა თავდამსხმელმა ჩიჩარიტომ. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა ულამაზესი გოლი შორეული დარტყმით გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ შორეული დარტყმით ბოლოს ჩიჩარიტომ გოლი 2010 წელს გაიტანა, მაშინ ის “გვადალახარას” ღირსებას იცავდა.